воскресенье, 14 декабря 2008 г.

განტოლებების ხელოვნება

პროექტის სახელი: განტოლებების ხელოვნება

პროექტის მოკლე აღწერა:განტოლებების შედგენა და მათი ამოხსნა

პროექტის სრული აღწერა: ამოცანების განსაზღვრის შემდეგ მიმდინარეობს მისი ამოხსნის გზის ძიების პროცესი.ამოხსნის პროცესის წარმართვის სხვადასხვა მეთოდიკური საშუალება
არსებობს.
ამოცანების ამოსახსნელად ხშირად იყენებენ ერთერთ მეთოდს განტოლებების შედგენას.
მოსწავლეები მოიძიებენ ისეთამოცანებს ,რომელთა ამოსახსნელად
საჭიროა განტოლებების შედგენა.შემდეგ დაადგენენ თუ რომელი ტიპის
განტოლებების ამოხსნის ხერხია საჭირო.
დააჯგუფებენ განტოლებებს ამოხსნის ხერხის მიხედვით.
თითოეულ ჯგუფში მოხვედრილი განტოლების ამოხსნის ხერხების,ფორმულების და წესების მოძიება.
ყოველი ჯგუფის განტოლებების ამოხსნა და პასუხის მიღება.

მონაწილეთა ასაკი/კლასები: 15-18წ/ IX-XIIკლასები.

ვადები /ხანგრძლივობა:2თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები :კლასში დამხმარე ლიტერატურის მოძიება,დისკუსიის გამართვა,ფორმულების მოძიება-გამოყენება,მოძიებული მასალის ანალიზი,პრეზენტაცია.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეებმა შეიძლება
შექმნან ვებ გვერდი.
მათ გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების,დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის,ფორმულების პრაქტიკულად გამოყენების,ურთიერთთანამშრომლობის უნარი.ისწავლიან განტოლებების შედგენას და მათ ამოხსნას.

სარგებელი სხვებისთვის:მოსწავლეები თავის ცოდნას გაუზიარებენსხვა მოსწავლეებს.

სამუშაო ენა:ქართული

საგნებთან ურთიერთობა:გაიღრმავებენცოდნას მათემატიკა:გამოუმუშავდებათკვლევა-ძიება,ისწავლიან ჯგუფურად მუშაობას.
ქიმია:მოსწავლეები გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას ქიმიის ამოცანების ამოხსნისას.

მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

პროექტის ფასილიტატორის სახელი:ხათუნა დემეტრაშვილი

პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:khatuna.modemetra@gmail.com

პროექტის ფორუმი:http://foro.iearn.org/webx?230@@.1eac4300

პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი:http://gantoleba.blogspot.com/